მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: ყველა წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა
ირაკლი კირცხალია: ყველა წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა

ირაკლი კირცხალია: ყველა წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა

იმედი|imedinews.ge

ყველა ის მიმართულება, წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მან ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაშუ შესული წარმატებული მიმართულებები.

კირცხალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს სამშვიდობო კურსის მნიშვნელობაზე.

„ასეთ ვითარებაში, როდესაც ირგვლივ არის ომი, დაპირისპირება, ენერგეტიკული გამოწვევები, უამრავი კრიზისული მიმართულება, შეინარჩუნო თავისუფლების, მშვიდობის კუნძულის სტატუსი, არის ურთულესი. ეს ჩვენი ხელისუფლების, იმ კურსის დამსახურებაა, რომელიც დასახა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც ძალიან მყარად, პროფესიონალურად და ამაყად მიჰყვება ჩვენი გუნდი“, - განაცხადა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა ოკუპაციის გამოწვევაზე.

„ოკუპაცია რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური არხებით და ყველგან, ყველა ფრონტზე მშვიდობიანად იბრძვის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. ვრცელ დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველომ 2025 წელს გადაჭრა და გამოწვევა, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა გაუმკლავდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • "ოცნებამ" წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვა - არაფერი თქმულა საზღვარგარეთ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზეტვ პირველი
  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
ოცნება →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი