მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

იმედი|imedinews.ge

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ეს იყო მონური სულის გამოვლინება.

„როგორი სანახავია თავმოყვარე ქვეყანაში, რომ ადამიანი პოლიტიკოსობას იბრალებს, გამოდის 4000 თუ 3000 კაცთან ერთად, დგას და რაღაც პერფორმანსებს უძღვნის - ჩვენც აქ ვართ და დაგვინახეთო. ახალგაზრდა თაობას აქვს სიტყვა - დაქრინჯვა, ეს არის საქციელი, როდესაც სხვის მაგივრად გრცხვენია. ნებისმიერი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ ასეთ პერფორმანსს და დამოკიდებულებას ღიად რომ ავლენენ, ნებისმიერ თავმოყვარე ადამიანს ალბათ ეუფლება გრძნობა, რომ მათ მაგივრად რცხვენია. ეს არის გამოვლინება მონური სულის, იმ სულისკვეთების, რომელი სულისკვეთებითაც ისინი მოქმედებდნენ 2012 წლამდე, რასაც მიჩვეულები არიან. მათ რომ უთხრა, რომ აი, თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რადგან უმრავლესობა მათგანი თავის ახალგაზრდობის წლებში სხვადასხვა ქვეყანაში კარგად გამოწვრთნილი, სისხლგამოცლილი აგენტია. მათი ნებისმიერი ქმედება ამორალურია და ვერ შეიძლება დაიჯერო, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს შეიძლება სამშობლოსთან ბმა ჰქონდეს“, - აღნიშნა მან.

კირცხალიამ ისაუბრა საქართველო აშშ-ის, ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეც.

„რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მზად ვართ პარიტეტულ, ღირსეულ საწყისებზე, ახალი ფურცლით, ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე [ურთიერთობისთვის].

რაც შეეხება ჩინეთს, ვხედავთ ახლა ჩინეთთან რა ურთიერთობა აქვს ამერიკას, ვხედავთ რა რიტორიკა იყო და რა არის რეალური ქმედება ახლა ევროპის ცენტრალური წამყვანი ეკონომიკების მხრიდან. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ასე ვაკეთებთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ვიზიტიდან ვიზიტამდე ახალ სიმაღლეზე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც მე ვსაუბრობ, რომ ჩემი ქვეყანა და არა მხოლოდ მე, მთელი ჩემი სამეზობლო და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის ჩვენი მოძმე ქვეყნები და ჩვენი ისტორიული პარტნიორები და მეგობრები [ამბობენ] რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო ქვეყანა ვართ შუა დერეფანში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს პრაგმატული და სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან, ან აშშ-სთან?!“, - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი