მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დროა, ომი შეაჩეროთ"-ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინს
"დროა, ომი შეაჩეროთ"-ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინს

"დროა, ომი შეაჩეროთ"-ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინს

BM.GE26 ივლისი, 2026, 14:45|bm.ge

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებისა და მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა წამოაყენა. როგორც ირკვევა, ომსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მან მხარეებს „სტამბოლის ფორმულა 2.0-თან“ დაბრუნება შესთავაზა. განმარტებისთვის, საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის ისეთი დიპლომატიური პროცესის ხელახლა დაწყებაზე, როგორიც 2022 წლის თებერვალში და 2025 წელს, სტამბოლში ამოქმედდა.

თოყაევის განცხადებით, წამყვანი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების პირობებში, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ყაზახეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინის განუცხადა, რომ საჭიროა, არსებული მოცემულობა დასრულდეს.

თოყაევის გამოსვლას მოგვიანებით უპასუხა კრემლმა და კონფლიქტის გაყინვის იდეა უარყო. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის პოზიციის გათვალისწინებით, საბრძოლო მოქმედებების ამ ფორმით შეჩერება შეუძლებელია. მანვე დასძინა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. პესკოვის თქმით, მოსკოვის პოზიცია უცვლელი რჩება: რუსეთი მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის მიერ ოთხი რეგიონის დათმობასა და NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმას ითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE