
ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.
„რა გასაკვირია, როდესაც გაშიფრული, აგენტურული ქსელი ჩვენს საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის. მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიურად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ ვინ გვესაუბრება დემოკრატიის სახელით და რას წარმოადგენენ ე.წ. პარტიები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არის თავის განშტოებებში გადანაწილებული სხვადასხვა სახელი და გვარი. ყველა, ვინც დღეს გვევლინება ამ აგენტურული ქსელის ე.წ. პარტიული ნაწილით, 100%-ით არიან აპელირებული იმ დავალების მიმღებებთან, ვინც გვიგეგმა და ვინც გვიწერა სცენარები.
უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში როგორმე ძირი გამოუთხარონ რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ლევან მაწავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“.
იმედი
წყარო: imedinews.ge