მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

იმედი|imedinews.ge

წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ფონდების დახურვაზე გერმანიის ელჩს მისსავე განცხადებაზე.

კირცხალიამ გერმანელ დიპლომატს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკამდე გერმანიასა და ევროკავშირში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას გაეცნოს.

„ახლა რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს. მე მესმის, რომ გერმანია ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია იმ ეკონომიკურ კავშირში, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მე მას ვურჩევდი, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებისას მან გაითვალისწინოს მათ შორის, მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროცესები, მათ შორის, მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ყველა ის დინამიკა, რაც ვითარდება მის ქვეყანაში.

სად არის მათი ეკონომიკა დღეს, სად არის მთლიანად ჯამში ევროკავშირის ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევები აქვთ თუნდაც ენერგომატარებლების და ტარიფების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ დასაქმების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეობის და ინდუსტრიულ სფეროში და ამის შემდეგ აკეთონ ხმამაღალი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ნაბიჯი რომელ კავშირში, რომელ გაწევრიანებას აფერხებს.

მხოლოდ გერმანია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომელი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში თუ რომელი არა. ასევე, კარგად დაფიქრდნენ მის ქვეყანაშიც. როდესაც წევრ ქვეყნებზე აქვთ საუბარი, ასევე, უნდა გადახედონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელ გადაწყვეტილებასაც ახლა იღებენ, როდესაც ახალი წევრი ქვეყნები, რომლებიც შემოვლენ, არ ექნებათ ხმის უფლება, არ ექნებათ ვეტოს უფლება და ასე შემდეგ, და ზოგადად მმართველობით სტილსაც უნდა გადახედონ იმიტომ, რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა“, - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

იმედი

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს - ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს