
ირაკლი კირცხალია პარტიების აკრძალვაზე: ამ ქვეყანაში აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს
ირაკლი კირცხალია პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვას მედიასთან გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს.
„ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა. ქართული პოლიტიკური ველი უნდა გათავისუფლდეს და გაიწმინდოს აგენტურისგან. აგენტურის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი რთულია, რადგან აგენტურა არ უნდა არსებობდეს.
ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი აგენტურისგან გათავისუფლდეს, რათა აგენტურისგან დაბინძურებული ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge