მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები
ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

იმედი|imedinews.ge

პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

„შემაშფოთებელი და ამაზრზენია, როდესაც ამ სიცრუეს ისმენ წამების, გაუპატიურებისა და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან. ​არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ე.წ. პარტიები ცდილობენ, ასეთი სისულელეებით რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, რომელიც, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

დღეს პენიტენციურ სისტემას უტევს ის ხალხი, რომლებსაც 10-კაციან საკნებში 70-80 კაცი ჰყავდათ, რომლებიც პატიმრებს გვამებს აბამდნენ. უტევენ იმას, სადაც რეალურად არის ჯანსაღი სიტუაცია და სადაც არის მაღალი სტანდარტები“, - აღნიშნა კირცხალიამ.

დღეს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პარტია „დროას''' მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახლის'', „ლელოსა'' და „დროას'' წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს

9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს

იმედი

ირაკლი კირცხალია: მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს - წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით

ირაკლი კირცხალია: მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს - წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით

იმედი

ირაკლი კირცხალია: გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით

ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით

იმედი