მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

იმედი|imedinews.ge

პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საჭიროა, ჯარიმები დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის იქნება გადაცდომა და კანონდარღვევა.

„კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან. ასევე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შს სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ცვლილებები შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავარაუდოდ, შემდეგი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.

რატომ არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? - პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა. რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები.

დამერწმუნეთ, კონსენსუს აუცილებლად მივაღწევთ და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ეს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ჯარიმები დარეგულირდება და დაბალანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი