მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი
ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი

ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი

იმედი|imedinews.ge

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური - პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, რადიკალების ერთ-ერთ მსხვილ აგენტს წამოსცდა ფრაზა - „სანქცია გარეთ, აქცია შიგნით“.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მთელი ამ სცენარის დედააზრი ის, რომ საზოგადოება უნდა დაყო.

„მახსოვს, ერთ-ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ 22 წლის, მანაგაძე გვარად. ჭავჭავაძის გამზირზე რაღაც ინციდენტი მოხდა, აქციების პერიოდში, ამ ბიჭმა განაცხადა დედაჩემს არ ვაღიარებო. დედას არ ვაღიარებო, 22 წლის ბიჭმა თქვა, ამათმა აქტივისტმა. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სწავლებებით ჰყავდათ მოწამლული. ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადებები გაკეთდა?!

გიორგი ვაშაძე იყო, რომელიც მივიდა, ხელი ჩამოართვა და ინტერვიუ მისცა ამ ტრაგიზმის შემდეგ და თქვა, ჩვენ ვამაყობთ ასეთი ახალგაზრდებითო. ამ დონის პოლარიზაციაა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში ოპოზიციონერი აქტივისტი ნიკო მანაგაძე მისი მშობლების ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აცხადებდნენ, რომ მათი შვილის წახალისება ოპოზიციონერების მხრიდან ხდება. როგორც მანაგაძემ აღნიშნა, დედასთან ურთიერთობა არ აქვს და განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება