მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ
ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ

იმედი|imedinews.ge

როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს ღირებულებებზე აგენტი ესაუბრება.

“სრული აბსურდია, როდესაც ღირებულებებზე აგენტი გესაუბრება. ეს კომედიასთან ერთად შეურაცხმყოფელია. როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, შეხედავს ევროკავშირის წილს მსოფლიო ეკონომიკაში რა იყო და რა არის დღეს, როდესაც გადართავს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე და ხედავს ცენზურას, BBC-ის მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ოქროს სტანდარტად და მეტრად მიიჩნეოდა, მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ რა იკადრეს. როცა საზოგადოება აქედან გამოფხიზლდება და დარწმუნებული ვარ ამ გზას ადგას, მაშინ მიხვდებიან, რომ სხვა პოლიტიკის დროა“, - განაცხადა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ევრობიუროკრატია კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს.

„ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ, მათ შორის ძალიან ღრმა წარსულის მქონე პოლიტიკოსები, მაგალითად ქალბატონი რასა. წლებია თავდასხმის ქვეშ ვართ, დღეს ესაუბრებიან მილიონ ასიათასამდე ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებზე გაიმეორა საპარლამენტო არჩევნების შედგები ამ თავდასხმების ფონზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი