მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო
ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო

ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო

იმედი|imedinews.ge

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიამ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.

„კარგად ვხედავდით სრულიად გაუგონარ, აუხსნელ თავდასხმებს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან. ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკური ღირებულებაში თანხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ. იცით, რომ აშშ-ს ბევრი საგარეო გამოწვევა აქვს, ამ ყველაფერთან ერთად ვისმენთ რიტორიკას სუვერენული პოლიტიკის გატარების შესახებ მსოფლიოში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელი საყრდენიც ყოველთვის იყო - ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის, რაც საქართველოს თავს ხდება წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად შევა.

„რაც ხდება ჩვენს თავს ალბათ წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი