მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი
ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი

იმედი|imedinews.ge

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალიტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.

„რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას, რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი პოლიტიკურ ველზე, მისი მეგობრები და იმ დავალებების შემსრულებლები, რომელსაც აძლევენ მათი პატრონები? რატომ გვიკვირს, არ უნდა გვიკვირდეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, გენერალური დავალება საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციაა.

„პარლამენტის შენობის დაწვა მათმა პატრონებმა სცადეს შეეფუთათ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. პოლიციელის დაწვა სცადეს, რომ შეეფუთათ სიტვის გამოხატვის თავისუფლებად, პრეზიდენტის სასახლის აღება ასევე გამოხატვის თავისუფლებად [შეფუთეს]. ყველაზე დიდი სითავხედე, რაც გააკეთეს ბოლოს, სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობა, ამის გამართლებასაც კი შეეცადნენ. ერთი მთავარი, რაც იყო გაწერილი ამ სცენარებში, გენერალურ დავალებაში, არის საზოგადოების მაქსიმალურად დაყოფა, რომელსაც წლიდან წლამდე რაღაც დონეზე ახერხებდნენ ტყულით, სიცრუით. როცა პირდაპირ ვხედავთ, რომ მთავარ სცენარში არის პუნქტი, სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციისა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

იმედი

ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ

ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

იმედი