მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია - ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია - ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად

იმედი|imedinews.ge

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აგვისტოს ომის მასშტაბური ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად, მეტიც, მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა, ამავე პერიოდში კი, რეჟიმი რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებასაც აქტიურად ცდილობდა.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებული ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი - დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას.

საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად, პირიქით მოხდა - 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება,“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • კობახიძე კვლავ "გლობალური ომის პარტიის" კონსპირაციაზე საუბრობს "რუსოფობიის" კონტექსტშიფორმულა
  • ეკონომიკის სამინისტრო მრავალძალის კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
კობახიძე →რეჟიმში →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?

გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?

იმედი

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი: აშშ-ს ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი: აშშ-ს ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული

იმედი

პეტრიაშვილის ქ. N14-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება

პეტრიაშვილის ქ. N14-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება

იმედი

გიორგი ვოლსკი: უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი ჰკარნახობს, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო