მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის სამინისტრო მრავალძალის კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე
ეკონომიკის სამინისტრო მრავალძალის კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკის სამინისტრო მრავალძალის კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე

BM.GE4 აგვისტო, 2026, 15:15|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო რაჭაში, მრავალძალის საკურორტო სივრცის მოსაწყობად მასტერპლანის მომზადებაზე მუშაობს - ამის შესახებ მან ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. მრავალძალი არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ვმუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან შესაბამისი მასტერპლანის მომზადებაზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ შქმერი-მრავალძალის გზის 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. "ამისათვის გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გზის სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

მრავალძალზე კურორტის განვითარება, მათ შორის შოვის ინვესტორ "სიმეტრიასაც" სურს - მარიამ ქვრივიშვილი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 167 სტატია.

  • კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალშიფორმულა
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდაიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

BM.GE

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

BM.GE

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

BM.GE

„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?

„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?

BM.GE