მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ვითარდება აეროპორტების ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას

იმედი|imedinews.ge

სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით - ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

„ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გარდა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის რესურსების გაძლიერება. ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აქაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აეროპორტების ინფრასტრუქტურა ვითარდება - ეს ეხება სამივე საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რაც ხორციელდება ინფრასტრუქტურაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამასთან ერთად ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს შესაბამის ქვეყნებთან, ეს არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჩვენს სამ მეზობელ ქვეყანასთან, ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ამ ყველაფერს აქვს საკვანძო როლი სწორედ დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობა აქტიურად მუშაობს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე.

„მე მქონდა მარტო ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამი ვიზიტი შუა აზიის სამ ქვეყანაში და ორი პრეზიდენტი ეწვია საქართველოს იმავე პერიოდში. ხუთივე ქვეყანასთან შუა აზიაში ჩვენ მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს. პოტენციალი ძალიან დიდია და მთავარია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

იმედი

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

იმედი

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

იმედი