
ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ
იმედი|imedinews.ge
ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის არმიის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ავიაბაზაზე ის ადგილები იყო, სადაც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები და ვერტმფრენები იყვნენ განთავსებული.
ირანის მხარის ინფორმაციით, თავდასხმა ლარაკის კუნძულზე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებისა და ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.
ინციდენტთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. თავდასხმის შესახებ განცხადება არც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობას (CENTCOM) გაუვრცელებია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge