მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება 20 მილიონი, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება 20 მილიონი, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის

იმედი|imedinews.ge

აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მისივე თქმით, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციას.

“ბათუმთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები. ქუთაისთან დაკავშირებით აქტიურად წარიმართება სამუშაოები და დაახლოებით 5 მილიონს მიაღწევს მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისში ჩვენ დავიწყეთ უკვე არსებული აეროპორტის გაფართოება, რაც მგზავრთნაკადს გაზრდის 10 მილიონამდე წლის განმავლობაში და პარალელურად დაიწყება უკვე მომავალი წლის ბოლომდე ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება უკვე 20 მილიონი. რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

რკინიგზის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა - რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთებისთვის. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის გადაადგილების დრო. ეს ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

იმედი

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

იმედი

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

იმედი