მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას
ირაკლი კობახიძე: იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას

იმედი|imedinews.ge

იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას.

„მინდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მინისტრს გადავუხადო მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეიძლება გადაეცეს ის პორტი, რომელიც სახელმწიფოს დარჩება საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში და ეს არის აუცილებელი ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი