მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია
ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

"ბატონო პრემიერმინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება.დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება.სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის.ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა.ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე.ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს.ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს.მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერმინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - ოცნების ადმინისტრაციის თანახმად, ეს აღნიშნულია მოსაწვევში, რომელიც მაკრონმა ოცნების პრემიერს გამოუგზავნა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ბევრი რამე დაუწერია მათ შორის თეთრ სახლს ფაქტებზე დაუფუძნებლად, მოგვაწოდონ ფაქტები - კობახიძე ჩინეთის ჩრდილოვანი გადაზიდვების შესახებ ანგარიშზეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერიიმედი
  • გახარიას ადვოკატი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მოწმის სახით კობახიძის დაკითხვას ითხოვსნეტგაზეთი
  • ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხებატვ პირველი
კობახიძე →საკითხებში →

მსგავსი სტატიები

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდა

ფორმულა

შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა

შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა

ფორმულა

რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

ფორმულა

ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

ფორმულა