
ირაკლი კვერღელიძე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე: მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება
იმედი|imedinews.ge
საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, როგორც უზბეკეთში ქართული კომპანიებისთვის, ასევე საქართველოში უზბეკური კომპანიების მხრიდან ინვესტიციის განხორციელებაზე, რადგან საკმაოდ ბევრი საერთო შეხების წერტილია, იქნება ეს ტურიზმი, მრეწველობა, სხვადასხვა საბანკო სექტორი თუ ა.შ, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს.
„მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება“, - აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge