მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

„კერძო სექტორის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. როგორც იცით, წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მთელი რიგი პროგრამები ხორციელდება.

ამ ეტაპზე ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-დან 70 000 ლარამდე სესხებზე მიკრომეწარმეებს ექნებათ წვდომა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით.

ვფიქრობთ, რომ განახლებული ფორმატით პროგრამა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

ახალი პირობების მიხედვით, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ. წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

იმედი

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტი რუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

იმედი

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

იმედი