მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის

იმედი|imedinews.ge

„საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინელი მოგზაურებისთვის და მზარდ მაჩვენებლებსაც ვხედავთ - 2024 წელს ჩინელი მოგზაურების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა, გასულ წელს კი თითქმის 45%-იანი ზრდა გვქონდა. ეს ერთი მხრივ, ძალიან წარმატებულ და პროდუქტიულ კამპანიებზე მეტყველებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ჩინეთის ბაზარზე ახორციელებს, იმავდროულად, თავად ჩინელი მოგზაურების მხრიდანაც ვხედავთ მზარდ ინტერესს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში ITB China media - ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს, როგორც უნიკალურ ტურისტულ მიმართულებასა და ამ სექტორში ჩინეთთან თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ვიზიტორებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჩინელი მოგზაურები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ავთენტიკურ გამოცდილებაზე, საქართველო კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ, იპოვონ ეს გამოცდილება - გასტრონომიის, უძველესი კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის თვალსაზრისით.

„8000-წლიანი მეღვინეობა საქართველოს არქეოლოგიურად დადასტურებული მემკვიდრეობაა და მას ასევე ღვინის აკვანსაც უწოდებენ. ასე რომ, ჩინელი ტურისტებისთვის ღვინის კულტურის გაცნობა არის რაღაც უნიკალური და ავთენტიკური, რაც მათ იზიდავთ. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩინელი ტურისტების პრეფერენციები სულ უფრო მეტად იხრება მცირე ჯგუფებად და ოჯახებით მოგზაურობისკენ, რაც საქართველოს კერძო სექტორს აძლევს ძლიერ სიგნალს იმის შესახებ, თუ როგორ შეადგინონ ისეთი ტურისტული პროდუქტი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება ჩინელი მოგზაურებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველო შანხაიში, აზიის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB China წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, საქართველოს პავილიონში 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი საკუთარი ტურისტული პროდუქტით. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორის სტატუსი ნიშნავს უფრო ფართო პლატფორმას და მეტ შესაძლებლობას როგორც ქვეყნისთვის, ისე კერძო სექტორისთვის.

რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების შემდგომ პერსპექტივებს, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ისტორიულად უმაღლეს დონეზეა და მეტიც - ქვეყნები ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი მოქმედებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სამოგზაუროდ და პირიქით. მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ძალიან ინტენსიურად ვდებთ ინვესტიციებს და ვთანამშრომლობთ ჩინეთის ქალაქებსა და საქართველოს დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებს შორის პირდაპირი კავშირების გაზრდასა და განვითარებაზე. მაგალითად, 15 ივლისს იგეგმება პირდაპირი ფრენის დაწყება შანხაისა და თბილისს შორის, რაც ჩინელ მოგზაურებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ესტუმრონ საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით ჩინეთში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების, კამპანიებისა და პრომოუშენის საშუალებით. საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის და რა თქმა უნდა, შევხვდებით მომავალ წელს აქ, შანხაიში, ITB China 2027-ზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით