მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილი UN Tourism-ის სათავო ოფისში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო
ირაკლი ნადარეიშვილი UN Tourism-ის სათავო ოფისში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო

ირაკლი ნადარეიშვილი UN Tourism-ის სათავო ოფისში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „აღმოაჩინე საქართველო - ტურისტული და კულტურული პერსპექტივა", რომელიც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სათავო ოფისში გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შეიხა ალ ნუვაისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, მდიდარ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომ ტურისტულ გამოცდილებებსა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ ტრადიციებს, გასტრონომიასა და ტურისტულ მიმართულებებს.

ღონისძიებას UN Tourism - ის სათავო ოფისში დიპლომატიური კორპუსისა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივან შეიხა ალ ნუვაისთან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა