მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

„ITB China 2026 შანხაიში იმართება, გამოფენა 26 მაისს მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად გამოფენის მოსამზადებელ სამუშაოებს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-მდე ლოკაციაზეა გამოფენილი. საქართველოს შესახებ ასევე მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

საქართველოს ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიებს საშუალება ექნება, შეხვედრები გამართონ პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

„ITB China უმსხვილესი პლატფორმაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. ამასთან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს პავილიონში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენის ვიზიტორები ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. გამოფენის მიმდინარეობისას დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ექნებათ, ქართულ ფოლკლორის ნიმუშებს - ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს გაეცნონ, წელს შანხაის გამოფენაზე კულტურულ ღონისძიებას ანსამბლი „რუსთავი“ გამართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით