მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები იტალიასთან, მათ შორის, ლომბარდიის რეგიონთან მზარდია. ასევე დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას.

“იტალია და კონკრეტულად ლომბარდიის რეგიონი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები, მზარდი ეკონომიკური ტენდენციები, ბიზნეს მეგობრული რეგულაცია, წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მსოფლიოს სამომხრებლო ბაზრის 1/3-თან, ასევე სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ. განვიხილეთ ლომბარდიიდან ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მათ ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საინვესტიციო პროექტებს და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს,” - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე და საქართველოს ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ანგარიშით 20:15 ამარცხებს

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ანგარიშით 20:15 ამარცხებს

იმედი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე, ერთა თასზე გამოსვლას იწყებს - „ბორჯღალოსნები“ მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაის ხვდებიან. LIVE

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე, ერთა თასზე გამოსვლას იწყებს - „ბორჯღალოსნები“ მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაის ხვდებიან. LIVE

იმედი

კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროში „გლობოს“ მედიაჰოლდინგს ეწვია

კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროში „გლობოს“ მედიაჰოლდინგს ეწვია

იმედი

ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

იმედი