
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ოპოზიციისთვის არის მეორადი სუბიექტი.
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იხელმძღვანელოს და იმოქმედოს ზუსტად იმ რიტორიკით და დავალებით, რასაც ავალებენ და რა დამოკიდებულებაც ახლა არის დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებამ დავალებულ „რუსოფობობაზე“ ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. გავრცელებულ წერილში დასმულია მთავარი კითხვა, რატომ იქცა ოპოზიცია „რუსოფობად“ რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ და არა 2008 წელს, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge