მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს

დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს

იმედი|imedinews.ge

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს.

ჩიხელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში რუსეთთან ურთიერთობებს არ აკრიტიკებდნენ, დღეს „რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად“ იქცნენ. მისი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ“.

„პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს და ზუსტად ასახავს იმ ორმაგ სტანდარტს რომლითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობრები დღეს რუსეთის და რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად იქცნენ, რაც მთავარ პრობლემას და მათ რეალურ სახეს ავლებს, მათ გული უკრაინაზე შესტკივათ და არა საქართველოზე, ლოგიკურად პურივით უნდა იყოს, ოპოზიციის ამოსავალ წერტილს საქართველო უნდა წარმოადგენს, მაგრამ...

ოპოზიციის პრობლემა არის, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება.

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ით დაგვაკარგვინა, დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ქართველი დევნილად იქცა, დაინგრა და განადგურდა ჩვენი ქალაქები და სოფლები, მაგრამ მაშინ ამ ადამიანებს ასეთი რადიკალური რუსოფობია არ ჰქონიათ. პირიქით, რუსი ტურისტი, რუსული ფული და რუსეთთან ურთიერთობა მათთვის სრულიად მისაღები იყო.

2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო და უცებ რუსოფობია მათთვის უმთავრეს პოლიტიკურ ვალდებულებად იქცა.

ეს უბრალოდ პოლიტიკური ფერისცვალება და პოზიციის ცვლილება არ არის, ეს არის დაქვემდებარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, დავალება მოდის და სრულდება ისე, რომ ოპოზიციად წოდებულ, ქვეყნის მტრებს ცვლილების შეტანის და მანევრის უფლება არ აქვს, სხვა შემთხვევაში როგორ ავხსნათ ეს აბსურდი საქართველოს ოკუპაციაზე დუმილი, უკრაინის ომზე ისტერიული რუსოფობია? გამოდის, საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა მათთვის უკრაინის ტერიტორიის დაკარგვაზე ნაკლებად მტკივნეულია.

ეს ადამიანები გვესაუბრებიან სამშობლოს სიყვარულზე?“ - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • პრემიერი: ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცარუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანაBM.GE
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
  • უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ავიაბაზასა და Wildberries-ზე იერიში მიიტანაფორმულა
უკრაინის →სრულად →

მსგავსი სტატიები

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

იმედი

The Wall Street Journal: ამერიკელები ტაივანელ სამხედროებს საიდუმლოდ სამხედრო გამოცდილებას უზიარებენ

The Wall Street Journal: ამერიკელები ტაივანელ სამხედროებს საიდუმლოდ სამხედრო გამოცდილებას უზიარებენ

იმედი

კახა კალაძე: სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი? ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე ემსახურებიან „დიფსთეითს“

ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას - აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ