
ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შორის დაპირისპირებაში.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დაპირისპირება ორ ერს შორის ვიღაცას კიდევ ერთხელ მისცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ესკალაცია, რომელიც საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.
„ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რაც ვიღაცას კიდევ ერთხელ მისცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ესკალაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. და არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge