მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან
ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ოლიგარქი გათავისუფლებულიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუ რატომ იყო აქცენტი მაინცდამაინც ამ ორ ადამიანზე, მათ შორის არის ისიც, რომ აზერბაიჯანში იყო დაკავებული საფრანგეთის ორი მოქალაქე, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ მოეხსნათ სანქციები კონკრეტულ პირებს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ასეთი მაგალითები გვაჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება სახელმწიფო წუთიერ სისუსტეებს დაჰყვეს და მთელი ერის ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ მოაქციოს.

„ყოველთვის არსებობს, ყველა დიდი ომისა და დაპირისპირების დროსაც ის გამონაკლისები, რომელიც მხარეთა ინტერესებში შედის. ამიტომ იყო, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველომ აირჩია ერთადერთი სწორი პოლიტიკა, როდესაც ვთქვით, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ომის, დაპირისპირებისა და ტურბულენტობის პირობებში მთავარი არის შენი ეროვნული ინტერესები დაიცვა. რაც არ უნდა მძიმე ასატანი ყოფილიყო ის კრიტიკა, შემოტევა, შიგნით თუ გარეთ დაუმსახურებელი შემოტევები ხელისუფლებაზე, რომელიც მოდიოდა, ამ პოლიტიკამ თავისი შედეგი დადო.

დღეს იმედს გამოვთქვამ და ეს არის ჩვენი პოლიტიკაც, რომ დასრულდეს ეს ომი. ამ ომის დასრულება, იმედია, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შექმნის სამყაროში, საიდანაც საქართველო გაძლიერებული და დაუზიანებელი გამოვა და ინტერესი საქართველოსი, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ უფრო გაზრდილი იქნება.

ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო ან წუთიერ ხიბლს მისცეს ხელისუფლებამ უფლება, რომ მასზე ზეგავლენა მოახდინოს და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ასეთი მაგალითები არაერთია. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც მათ შორის კონკრეტული ნავთობკომპანიები, კონკრეტული ბანკები, რუსეთის სხვადასხვა კონკრეტული საქონელი, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, სხვადასხვა პერიოდში სასანქციო რეჟიმისგან თავისუფლდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო არის ფაქტობრივად ლიდერი სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო სანქციების წესები არ დაურღვევია.

ცნობისათვის, ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის სექტემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე, როდესაც ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 290 სტატია.

  • მონაკოში ბანკებმა რუსეთის მდიდარი მოქალაქეების ანგარიშების დახურვა დაიწყესBM.GE
  • აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ქალის ცემისთვის დააკავესნეტგაზეთი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
რუსეთის →სხვადასხვა →

მსგავსი სტატიები

ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში

ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

იმედი

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს შემთხვევაში, არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს -  დღეს საქართველოში რა ინვესტიციაც დაიწყო, ყველა წარმატებით გრძელდება

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი

იმედი