
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს რეალობაა
„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.
„პოლიტიკური რიტორიკა, რაც არ უნდა დახვეწილები იყვნენ ამ რიტორიკაში, გეოგრაფიას ვერ შეცვლის. შავ ზღვაზე გამავალი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ რეალობის შეცვლის უნარი მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა და ჩვენი შავი ზღვის სანაპირო ნაწილის ოკუპაცია მოახდინა არის რუსეთი.
კარგია თუ ისინი დანარჩენ საქართველოს იგნორირებას თავს დაანებებენ და ამ მხრივ ერთგვარ უნისონში არ იქნებიან ოკუპანტის რიტორიკასთან.
საქართველომ, თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად. ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა, რომელ რეალობასაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ. მათი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ამ ქვეყანას მართავდეს ის, ვინც მათ სურთ, არამედ მართავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ხალხი და რომელიც სწორედ უზრუნველყოფს მათთვის სასიცოცხლო, მათ შორის ამ დერეფნის ფუნქციონირებას, არსებობას და მშვიდობით შენარჩუნებას იმ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ჩვენი რეგიონის გარშემო არის განვითარებული.
მინდა ვივარაუდო, რომ ევროკავშირში პოლიტიკის უფრო ღრმა, გონივრული და შორსმჭვრეტელი ხედვა გაიმარჯვებს და არა ვიწრო, პოლიტიკური მკაფიოდ იდეოლოგიზებული მიდგომები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge