მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ზარქუა: როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
ირაკლი ზარქუა: როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ესაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ არის შესრულებული, ფარდა ახადა არაფორმალური ძალების მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების მიზანმიმართულ გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პარადოქსია, როდესაც ვხედავთ ევროკავშირის თანამდებობის პირების მხრიდან ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დაყოფის მცდელობას, ხოლო ამავე უწყების კვლევა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა:

„როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობა ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს. ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებელ კრიტიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. ხშირად ამბობენ ისინი, რომ მთავრობის ცუდი ქმედებების მიუხედავად, არ მიატოვებენ ქართველ ხალხს... მე მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს ესაუბრებიან ეს ბიუროკრატები? მათივე კვლევამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მან აირჩია და ნდობის ეს ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ევროპაში მეხუთე პოზიციას ვიკავებთ. ეს კვლევა ამბობს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის ერთ ვექტორზე, ეს კვლევა ამბობს, რომ მთავრობას ესმის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ენდობა მთავრობას“.

შეგახსენებთ, რომ პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

იმედი

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, არ გვექნებოდა სახელმწიფო. სწორედ ამას არ პატიობენ ამ ოჯახს. ამიტომ არის, რომ გამალებით ესხმიან თავს და ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებენ მის მიმართ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს