მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის მაღალჩინოსნები: აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია
ირანის მაღალჩინოსნები: აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია

ირანის მაღალჩინოსნები: აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია, - განაცხადეს ირანის მაღალჩინოსნებმა.

„ამ უკანონო და სახიფათო ქმედებების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შეერთებულ შტატებსა და ნებისმიერ მხარეს, რომელიც მონაწილეობს, ხელს უწყობს ან ეხმარება მათ“, - დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში.

ირანის სამხედრო ძალებმა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებზე საპასუხო დარტყმებიც განახორციელეს.

ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ასევე ეჭვქვეშ დააყენა მყიფე ზავის სტატუსი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მან დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელთან, კაია კალასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონის ბოლოდროინდელ დარტყმებს საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევად“ მიიჩნევს, რამაც „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაეფექტური გახადა“.

კიდევ ერთ დამგმობ განცხადებაში, ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ თქვა, რომ ვაშინგტონმა ან უნდა მიიღოს ირანის პირობები, ან რისკავს, დაკარგოს „მსოფლიოში თავისი ავტორიტეტის ნატამალიც კი“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა „პირობებს“ გულისხმობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი