
ირანული სახელმწიფო მედია: მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება
იმედი|imedinews.ge
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან გაფორმებულმა ურთიერთგაგების მემორანდუმმა ნავთობისა და ნავთობქიმიურ სექტორზე სანქციები მოხსნა, კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება, - იუწყებიან ირანული სახელმწიფო მედიასაშუალებები.
იმავდროულად, მემორანდუმის იმპლემენტაციაზე მომუშავე ირანული და ამერიკული ტექნიკური ჯგუფები უახლოეს დღეებში დოჰაში შეხვედრას გეგმავენ - განუცხადა „როიტერსს“ მოლაპარაკებების კურსში მყოფმა წყარომ.
წყაროს ცნობით, შუამავლებმა დაამყარეს საკომუნიკაციო არხები ნებისმიერი ინციდენტის დეესკალაციისთვის და ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge