მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირინე წაქაძემ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ირინე წაქაძემ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ირინე წაქაძემ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მონაწილეობდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომისიის წევრებმა ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოქმედი, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ძირითადი შედეგები განიხილეს.

სტრატეგიის ფარგლებში დასახული ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემაჯამებელ ანგარიშში ხაზგასმულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მაღალი მაჩვენებლები, რომელთა წინაპირობებს წარმოადგენდა: ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ენებზე საინფორმაციო შეხვედრები ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული და გავრცელებული ბროშურები და საინფორმაციო მასალები, დამზადებული ვიდეორგოლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე - ორგანიზებული სკრინინგის აქციები, რომელთა ფარგლებშიც ასეულობით ბენეფიციარს ჩაუტარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ჰიპერტენზიისა და გლუკოზის სკრინინგი; სპეციალური მოდულების შექმნა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რაც ეთნიკურ უმცირესობებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ სისტემაში და მიიღონ ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მშობლიურ ენაზე და სხვ.

როგორც წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს სოციალური მხარდაჭერა გაღრმავდა ჯანდაცვის კომპონენტით და მომსახურების ადგილზე მიწოდება უფრო ინტენსიური გახდა.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა განხორციელებული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ სხვა ხელშესახებ შედეგებზეც, ასევე - ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე, განხილულ იქნა სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი