მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“

იმედი|imedinews.ge

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი წააგო და გადამწყვეტ მომენტში გატყდა, - აცხადებს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აკრიტიკებს.

„ისრაელის სახელმწიფომ ბრძოლა მოიგო, ნეთანიაჰუმ კი ომი წააგო. ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა თავისი მისია შეასრულეს, ნეთანიაჰუმ კი საკუთარი საქმე ვერ შეასრულა“, - განაცხადა ლაპიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ირანის ფრონტზე ნეთანიაჰუს დიპლომატიურ მარცხზე უფრო აბსოლუტური კრახი ისტორიას არ ახსოვს. დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ რეალობას - ნეთანიაჰუს ამის გაკეთება უბრალოდ აღარ შეუძლია“, - განაგრძო ლაპიდმა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს: „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“.

„ეს ისრაელს აყენებს მძიმე ვითარებაში, როდესაც მას უწევს არჩევანი გააკეთოს საკუთარ თავდაცვის უფლებასა და მის უმთავრეს მოკავშირესთან დაპირისპირებას შორის“, - დასძენს ის და ამტკიცებს, რომ ბენეტ-ლაპიდის მთავრობის პირობებში „ჩვენ ამ სიტუაციაში თავიდანვე არ აღმოვჩნდებოდით“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი