მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა - ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა - ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში.

საელჩო აღნიშნავს, რომ ექიმის მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა

„ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.

მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი - შოთა მუსაევი.

ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის, კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.

ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას თვითმფრინავმა ჯერ საერთაშორისო საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო ჩარევას ნიშნავს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

იმედი

POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა

POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

იმედი

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“