
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა
ისრაელსა და ლიბანს შორის აპრილში გამოცხადებული დროებითი ზავი კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამერიკული მხარის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება ისრაელსა და ლიბანს შორის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
აშშ-ში გამართული მოლაპარაკებების დროს ისრაელური და ლიბანური მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რაუნდს 2-3 ივნისს გამართავენ, ხოლო მანამდე, 29 მაისს პენტაგონში ორი ქვეყნის სამხედრო პირები შეხვდებიან ერთმანეთს.
„შეერთებულ შტატებს კვლავ ესმის, რომ ლიბანის მთავრობის თანხმობის გარეშე „ჰეზბოლა“ ისრაელს თავს ესხმის და აღნიშნული პროცესის ჩაშლა სურს. შეერთებული შტატები მიესალმება ორივე მთავრობის მისწრაფებას იპოვონ პრობლემის ხანგრძლივი გადაწყვეტა, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. შეერთებული შტატები აღნიშნული ორი მიმართულებით ორივე ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge