
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს, სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 52 წლის მამაკაცი მილანთან ახლოს მინდორში მუშაობის დროს გარდაიცვალა, მოგვიანებით ცნობილი გახდა კიდევ ოთხი გარდაცვლილის შესახებ. ერთ-ერთ ადამიანი პიაჩენცაში ვენახში გარდაიცვალა.
56 წლის მამაკაცს გულის შეტევა დაემართა, როცა ის მშობლების სასაფლაოზე იმყოფებოდა. ნეაპოლის მოედანზე უსახლკარო ადამიანის ცხედარი იპოვეს. ქალაქ პადუაში სარემონტო სამუშაოების დროს კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
ექსტრემალურმა სიცხემ იტალიის ელექტროსისტემის გადატვირთვა გამოიწვია. როგორც The Guardian-ი წერს, ელექტროენერგიის ხშირმა გათიშვამ კონდიცირების სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. ასეთი ფაქტი ფლორენციის უფიცის მუზეუმში დაფიქსირდა. მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
იმედი
წყარო: imedinews.ge
