მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იტალიური განათლების ცენტრ „Polo per l'Istruzione Minerva“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იტალიის საელჩოს განათლების ატაშემ პროფესორმა სილვანა ბორიელომ და იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას“ პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ.

შეხვედრის ფარგლებში იტალიური ენის ადგილობრივი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით პერუჯას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,Università per Stranieri di Perugia“ პროფესორების საბრინა სტროპასა და ბორბალა სამუს მიერ მოეწყო მასტერკლასი თემებზე:

• „პოეზია იტალიური ენის სწავლებაში“ - როგორ შეიძლება ლიტერატურისა და პოეტური ტექსტების გამოყენება ენის ათვისების პროცესის გასამარტივებლად;

• „პოდკასტი იტალიური ენის სწავლებაში“ - ციფრული მედიისა და აუდიო ხელსაწყოების ინტეგრირება თანამედროვე სასწავლო პროცესში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, იტალიური ენის ექსპერტები, იტალიური ენის მასწავლებლები და პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ იტალიელი მოხალისე მასწავლებლები.

იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიის საელჩოს ძალისხმევით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება. 2025-2026 სასწავლო წელს იტალიურ ენას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 62 სკოლაში 9000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი