მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი დგებუაძის განცხადებით, კანონპროექტით იცვლება და ზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის, აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება ცალკეულ ნორმათა რედაქციები.

მისი თქმით, „პენიტენციურ კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

კერძოდ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით დარეგულირდება სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი, „პენიტენციურ კოდექსსა“ და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულები.

გიორგი დგებუაძის განცხადებით, კოდექსში რამდენიმე ტერმინოლოგიური ცვლილება შედის. ერთგვაროვანი მიდგომის მიზნით, ტექნიკური ცვლილების სახით, „პენიტენციური კოდექსიდან“ ამოდის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან იგი „სისხლის სამართლის კოდექსით“ წესრიგდება.

კოდექსის ცალკეულ ნორმებში ზუსტდება გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები.

„პენიტენციურ კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი