მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან და მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლებამოსილება ენიჭება, კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს უცხო ენის გამოცდას. მისივე თქმით, ცვლილებებით გაიწერა ვალდებულება, რომ თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის მანძილზე უნდა დააგროვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით, თუ უცხოელი სტუდენტი სტუდენტის სტატუსს 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს, ეს გახდება მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტ ხანს დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც ეს გახდება მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის, სწავლის და სტატუსის შეჩერების საკითხები აისახება. მისივე თქმით, თუკი უცხოელი სტუდენტი სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემდგომ მოინდომებს სტატუსის აღდგენას, ეს უნდა მოხდეს იმ ლიმიტის ფარგლებში, რაც განსაზღვრული აქვს უნივერსიტეტს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები შეეხება ასევე საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანია უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება. „იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილია, ამ შემთხვევაში იარსებებს გარკვეული მექანიზმი. კერძოდ, პირველივე ჯერზე არ გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, არამედ შემოდის სპეციალური ნებართვის სახე - საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც პირველ ჯერზე გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ჯერზე ორ-ორი წლის ვადით. ჯამში, ხუთი წლის ვადით მოხდება ამ პროცესზე დაკვირვება და თუ დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილია, მაშინ გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს ექნება შესაძლებლობა უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით, მას შემდეგ რაც უცხოელი მსჯავრდებული ფაქტობრივად მოიხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთ მესამედს, მძიმე დანაშაულისათვის - არანაკლებ ნახევარს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის - არანაკლებ ორ მესამედს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსმასახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი