მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, კომიტეტის აპარატმა ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს შესაბამისი წერილები გაუგზავნა სამუშაო ჯგუფში კანდიდატურების წარსადგენად.

სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ექვსი წევრი - არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, აკაკი ალადაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარადგინა, პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ ერთი წევრი - ნიკა ელისაშვილი და პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ ასევე ერთი წევრი - გურამ მაჭარაშვილი.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ფრაქციას „საქართველოსთვის“ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენელი არ ეყოლება. „სამუშაო ჯგუფის ვადად განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. ამავდროულად, კომიტეტის თითოეული წევრისთვის გაგზავნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია. კომიტეტი, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, არა უადრეს 14 დღისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმენს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • ვიმედოვნებდი, რომ მიქაუტაძე ღირსებას შეინარჩუნებდა და სასამართლოს ცრუ ინფორმაციას არ მიაწვდიდა - ლილუაშვილის ადვოკატიBM.GE
  • ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადშიფორმულა
სასამართლო →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა

იმედი

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

იმედი