მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოციაBM.GE
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →სახლი →

მსგავსი სტატიები

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იმედი

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

იმედი

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

იმედი