მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ინოვაციების დანერგვა და ინსტიტუციური გაძლიერება კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.

„აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით აღინიშნება, მიზნად ისახავს აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი როლის ხაზგასმას სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში, პაატა სალიამ, ბიუროს ხელმძღვანელთან ლაშა მოძღვრიშვილთან ერთად, პროფესიული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი