მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ორგანიზებით იმართება და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

,,ჩვენი სტუმრები არიან აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის, ევროპის კავშირის წარმომადგენლები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან ჩამოსულები არიან ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმ თანამედროვე მიღწევებზე, გამოწვევებზე, რომელიც დღეს კანონის აღსრულების წინაშე დგას. საუბარი გვექნება იმ ინოვაციებზე, რომელიც დანერგილია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი იქნება ყველა მონაწილესთვის იმ კუთხითაც, რომ ჩვენ მომავალში უფრო ახალი ხედვები განვავითაროთ. კერძოდ ის მიმართულება, რომ დღეს აღმასრულებელი არ უნდა იყოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მექანიზმი. აღმასრულებელი დღეს უკვე იძენს სოციალურ ფუნქციასაც. ჩვენთან უკვე აქტიურად დაინერგა მორიგების მექანიზმი, არიან ჩართულები სოციალური მუშაკები. მაქსიმალურად ვცდილობთ ჰუმანური გავხადოთ აღსრულების პროცესი საქართველოში. ასევე, ვაპირებთ კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარიათ აღსრულების პროცესში თანემედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებაც“, - განაცხადა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეტვ პირველი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი