მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ
ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ

ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ

იმედი|imedinews.ge

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ივანე აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საზღვაო სექტორში.

„ვერცერთი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაცია თანამედროვე გამოწვევებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, იქნება ეს სანქციების აღსრულება, გემების თაღლითური რეგისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, გარემოს დაცვა თუ ავტონომიური ხომალდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები -ყველა ეს მიმართულება მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობაში. შედარებით მცირე საზღვაო სახელმწიფოებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური საზღვაო მმართველობის განვითარებაში“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

როგორც ივანე აბაშიძემ განაცხადა, საქართველო აგრძელებს ინვესტირებას ციფრულ საჯარო სერვისებში, საზღვაო განათლების გაძლიერებაში, მდგრადი ნავსადგურების განვითარების მხარდაჭერაში, მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, რათა საქართველო დარჩეს საიმედო, პროგნოზირებადი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი საზღვაო პარტნიორი.

სააგენტოს დირექტორმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში საზღვაო განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაზე. ივანე აბაშიძის თქმით, მეზღვაურებში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას თავად საზღვაო სექტორის მომავალ კონკურენტუნარიანობაში.

„საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა ზრდადია - დღეს საქართველოს ჰყავს თითქმის 21 000 სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ.“ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, საერთაშორისო ფლოტზე მსახურობენ და წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს - მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრაზილიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროს კლარო მაიზის თეატრში, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

ბრაზილიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროს კლარო მაიზის თეატრში, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე „ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

პრემიერი: სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით,  კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და უზბეკეთს  შორის არსებული მჭიდრო კავშირები და შევქმენით გრძელვადიანი ჩარჩო უფრო ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობისთვის

ირაკლი კობახიძე: უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადების, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისადმი