მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა
ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა

ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ივანე აბაშიძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს საზღვაო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც როგორც მეზღვაურთა რაოდენობის ზრდაში, ისე დარგის ეკონომიკურ მაჩვენებლებში აისახა. როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, 2011 წლიდან დღემდე საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 8,600-დან დაახლოებით 21,000-მდე გაიზარდა, ხოლო დარგიდან მიღებულმა შემოსავლებმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. „ქართველი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სერვისის ექსპორტს ახორციელებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურ-ოფიცრების მომზადებას უთმობს. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვაო განათლების განვითარებაში, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და თანამედროვე სიმულატორების განახლების მიმართულებით. როგორც სააგენტოს დირექტორი აცხადებს, საქართველოს მიერ გაცემულ საზღვაო სერტიფიკატებს მსოფლიოს 75 სახელმწიფო აღიარებს, ხოლო ქართველ მეზღვაურებს დასაქმების შესაძლებლობა მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80 პროცენტზე აქვთ. ივანე აბაშიძის განცხადებით, მეზღვაურის პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო კარიერისა და პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. მისივე თქმით, სრულად ამოქმედდა მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მექანიზმები. სააგენტოს დირექტორმა ასევე ისაუბრა 25 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე წელს მასშტაბურად აღინიშნება და მოიცავს კურსანტების მარშს, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას, საგამოფენო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი