მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია
ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

იმედი|imedinews.ge

2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, ტვირთბრუნვისა და ნავსადგურებში დამუშავებული გემების საერთო ტონაჟის ზრდა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარების დინამიკას ასახავს და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს

კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთა მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი: შვიდ პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები - შავი ზღვის წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება