მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა
ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 484 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 126 - ქუთაისში, 115 - ბათუმში, 62 კი - რუსთავში. 683 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 104 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

„აღსანიშნავია, რომ 469 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 299 - მიკროავტობუსების, 19 კი სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით.

პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი - მიმდინარე წლის შვიდ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5362 ფაქტი“, - აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობა კობალაძე: 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი - მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ, გადავლახოთ ტკივილი, ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში

გენერალ-მაიორი დავით გულუა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი, ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ

გენერალ-მაიორი დავით გულუა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი, ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ

იმედი

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იმედი

დავით მათიკაშვილი: ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის