მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა
ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა

იმედი|imedinews.ge

ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანის განცხადება მიზანმიმართულია რუსოფობიის გაძლიერებისკენ და საზოგადოების ეროვნული გრძნობებით თამაშს ემსახურება.

„ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა.

ცხადია, ვარდენის ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა, ამისგან გამომდინარე მოსალოდნელ შედეგებზე გათვლით - იქნებ, შეურაცხყოფილი ქართველები თბილისის ქუჩებში რუსი ეროვნების ადამიანებს დაერიონ...

თუმცა, ოფიციალური გამოძიებით დადგინდა, რომ ტაძართან მომშარდავი რუსი კი არა, კაია კალასისა და მარგუს ცაჰკნას თანამემამულე - ესტონელი ყოფილა! ესე იგი, კალასი და ცაჰკნა ცდილობენ, ქართულ სახელმწიფოსა და მის სუვერენიტეტს პოლიტიკურად მიაშარდონ, მათი თანამემამულე ესტონელი კი ქართულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს ფიზიკურად აშარდავს.

ჰოდა, რა ვქნათ ახლა, დოქსოპულო ვარდენ?! ესტონოფობიით დავკავდეთ და საქართველოში სადაც კი ესტონელი შეგვხვდება, ვაგინოთ, ვაფურთხოთ და სახე მივუნგრიოთ?! რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან მადლობა ღმერთს, ქართველები, ვარდენისებრთაგან განსხვავებით, საღად აზროვნებენ!

ასე რომ, მოფაშისტო, რუსოფობო ვარდენ, პროვოკატორობას თავი დაანებე და მოიკითხე შენი მამა - შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი“, - წერს ხუბუა X-ზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდაBM.GE
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →უცხო →

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი